მოგესალმებით
თქვენ იმყოფებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის მოქალაქეთა მომსახურების ელექტრონული პროგრამის ვებგვერდზე.
მომსახურების ელექტრონული პროგრამა საშუალებას გაძლევთ:
- ეროვნული არქივიდან გამოითხოვოთ 1936 წლამდე რეგისტრირებული: დაბადების, ქორწინების, განქორწინებისა და გარდაცვალების შესახებ საარქივო ცნობები
- ეროვნული არქივიდან ელექტრონული ფორმით მიიღოთ (ჩამოტვირთოთ) სოციალურ-უფლებრივი ხასიათის საარქივო ცნობები
გთხოვთ, გაითვალისწინოთ
  • მომსახურების ვადის ათვლა დაიწყება მომსახურების საფასურის გადახდის დღიდან
  • განცხადების რეგისტრაციის ნომერს (10-ნიშნა (AA) ნომერი) და საარქივო ცნობის წარმოების დასრულების თარიღს მიიღებთ SMS შეტყობინებით, განაცხადის შევსების დროს თქვენს მიერ მითითებულ მობილური ტელეფონის ნომერზე
  • თუ საარქივო ცნობის წარმოების დასრულების ვადა ემთხვევა უქმე დღეს, ამ შემთხვევაში წარმოება დასრულდება მომდევნო სამუშაო დღეს
  • საჭიროების შემთხვევაში დამატებითი დოკუმენტის/მონაცემის მოთხოვნის შესახებ ინფორმაციას მიიღებთ SMS შეტყობინებით, განაცხადის შევსების დროს თქვენს მიერ მითითებულ მობილური ტელეფონის ნომერზე
  • დამატებითი დოკუმენტის/მონაცემის წარდგენა ხდება მხოლოდ იუსტიციის სახლების, საზოგადოებრივი ცენტრების ან ეროვნული არქივის ტერიტორიული ორგანოების საშუალებით
  • საარქივო ცნობის მისაღებად (ჩამოსატვირთად) აუცილებელია შესაბამის ველებში შეიყვანოთ განცხადების 6-ნიშნა და 10-ნიშნა (AA) ნომერი. აღნიშნული ნომრები გეგზავნებათ SMS შეტყობინებით, განაცხადის შევსების დროს თქვენს მიერ მითითებულ მობილური ტელეფონის ნომერზე
შეზღუდვა
დახმარება
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, დაუკავშირდეთ ეროვნული არქივის ცხელ ხაზს +995 032 214-05-05 ან მოგვმართოთ ელექტრონულ ფოსტაზე services@archives.gov.ge

გისურვებთ წარმატებებს!